კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 1 დეკემბრის N120 ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომიასიამ შეადგინა დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია, რომელშიც კონკურსის პირობების თანახმად შევიდა ხუთივე პროექტი შეფასებული არანაკლებ 80 ქულით.
კომისიის მიერ დამტკიცებული დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია და შესაბამისი საპროექტო განაცხადები გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს გამარჯვებულების გამოსავლენად. იულიხის კვლევითმა ცენტრმა გამარჯვებულად გამოავლინა ხუთივე განაცხადი, რომლებიც დაამტკიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ.